კატეგორიები

რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში წვრთნებს ატარებენ

რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში წვრთნებს ატარებენ

იაპონიის ზღვაში ვლადივოსტოკის პორტთან რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს. სამდღიანი ღონისძიება ზღვის ფსკერზე მყოფ წყალქვეშა ნავთან დაკავშირებულ ოპერაციებს, სიმულირებულ მტერთან ბრძოლასა და საჰაერო დარტყმის მოგერიებას გულისხმობს.

ერთობლივი წვრთნები პეკინსა და მოსკოვს შორის პარტნიორობისა და მოკავშირეობის გაძლიერებას ემსახურება. უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ ჩინეთმა და რუსეთმა კავშირები კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს, პეკინი სანქცირებულ მოსკოვს დახმარებას უწევს ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით.

რუსეთ-ჩინეთის საზღვაო ინტერაქცია სამხედრო წვრთნების სახით 2012 წლიდან ტარდება. ბოლო წვრთნა ჩინეთის სამხრეთ სანაპიროებზე გაიმართა.

დაკავშირებული ამბები
არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ესპანეთის ლიდერებმა ჩინეთში შეხვედრები გამართეს რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენციის შემდეგ სი ძინპინს დონალდ ტრამპიც ესაუბრა
სხვა ამბები