კატეგორიები

„იბერია 1999” „ლევადიასთან” დამატებით დროში დამარცხდა

„იბერია 1999” „ლევადიასთან” დამატებით დროში დამარცხდა

„ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ჩემი ოცნებაა. ვფიქრობ, რომ ამ მიზანს ამ გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევ. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, უფრო ძლიერები დავბრუნდებით“, – გურამ გოშთელიანმა „ლევადიას“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

„იბერიასთვის“ გოლის გატანა დერეკ აგიაკვამაც შეძლო, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა გიორგი ტაბატაძემ შეასრულა. საქართველოს ჩემპიონმა ესტონური „ლევადია“ ძირითად დროში 2:1 დაამარცხა, თუმცა დამატებით დროში სტუმრებმა გოლი გაიტანეს და ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვეს.

31 ივლისს კონფერენს ლიგაზე საშინაო მატჩებში ქუთაისის „ტორპედო“, გორის „დილა“ და თბილისის „სპაერი“ იასპარეზებენ.

დაკავშირებული ამბები
მასპინძელი კანადის ნაკრები მერვედფინალშია F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ
სხვა ამბები