კატეგორიები

ბოგოტის ცენტრალური პარკი მსჯავრდადებულებმა დაასუფთავეს

ბოგოტის ცენტრალური პარკი მსჯავრდადებულებმა დაასუფთავეს

პატიმრებმა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის ცენტრალური პარკი საზოგადოებრივი სამსახურის ფარგლებში დაასუფთავეს. 60 პატიმარი იმ პროგრამაშია ჩართული, რომლის მიზანია, პატიმრებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გააკეთონ. ამით კი მათი სასჯელის ვადა შემცირდება.

„თუ ამ სამუშაოს შეასრულებენ, მათი სასჯელი შემსუბუქდება.  ჩვენ ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკეთებთ. ეს პროგრამა 120 ქალაქში მოქმედებს. დაახლოებით 1500 პატიმარი კოლუმბიის სხვადასხვა პარკსა და ქალაქში მუშაობს“, – განაცხადა სასჯელაღსრულების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა დანიელ გუტიერესმა.

როგორც პროგრამაში ჩართული პატიმრები ამბობენ, კმაყოფილები არიან, ეს შესაძლებლობა რომ მიეცათ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვარ. ეს მწუხარების ცრემლები აღარ არის, როგორც ეს ციხეში იყო. ეს არის სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც მეორე შანსის სჯერათ”, – ამბობს პატიმარი გლორია ალსატე.

ბოგოტის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პატიმრები მუშაობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები, რაც ერთი წლის წინ კოლუმბიაში ლა მოდელიოს ციხის დირექტორი მოკლეს.

Related news
ძლიერმა წვიმებმა კოლუმბიის ჩრდილოეთში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია აშშ-სა და კოლუმბიის პრეზიდენტებმა ლათინურ ამერიკაში არსებული კრიზისი განიხილეს
სხვა ამბები