კატეგორიები

ტიანანმენის მოედანზე დემონსტრანტების სისხლიანი დარბევიდან 36 წელი გავიდა

ტიანანმენის მოედანზე დემონსტრანტების სისხლიანი დარბევიდან 36 წელი გავიდა

36 წელი გავიდა პეკინში პროდემოკრატიული დემონსტრაციების მონაწილეთა სისხლიანი დარბევიდან, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ არმიას რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების დაშლა და კომუნისტური მმართველობის შენარჩუნება უბრძანა.

დაახლოებით 180 000 ჯარისკაცმა ტანკებითა და ჯავშანტექნიკით ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც ტიანანმენის მოედნისკენ მიემართებოდნენ.

უცნობია, დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა, რადგან დღეისათვის ეს თემა და ამ დღესთან დაკავშირებული საკითხები ტაბუდადებულია, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, ათასობით ადამიანია დაღუპული.

Related news
რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენციის შემდეგ სი ძინპინს დონალდ ტრამპიც ესაუბრა სი ძინპინი ფინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სხვა ამბები