მთავარისპორტიეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქართველი ქალი სპორტსმენი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქართველი ქალი სპორტსმენი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქართველი ქალი სპორტსმენი გახდა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგების მიხედვით 25 წლის სპორტსმენმა 140 ხმა მიიღო. 92 ხმით მე-2 ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა. მე-3 ადგილი კი 31-31 ხმით ძალოსან ანასტასია გოტფრიდს და ნინო სალუქვაძეს ერგოთ. გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო.

25 წლის ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახლავთ.

თბილისის ძიუდოს აკადემიაში ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, ჯილდო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ გადასცეს. თამარ ბალავაძემ გამარჯვებულ სპორტსმენს საკუთარი წიგნიც – „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიაც“ გადასცა. წიგნში 23 ყველაზე ტიტულიანი ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მზია ჯუღელიდან დაწყებული ნინო სალუქვაძით დასრულებული.

მოქმედი სპორტსმენებიდან ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვისი ისტორიაც  ამ წიგნში შევიდა.

დაჯილდოებას ასევე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე ესწრებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend