სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, თავისუფლების მოედანზე, ათასობით მომიტინგე შეიკრიბა მოსკოვში, პუტინის აღლუმზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს დასწრების გამო.
ფიცო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთში 9 მაისის აღსანიშნად ჩავიდა.
აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგები იყო – „სლოვაკეთი ევროპაა“ და „კმარა“. ფიცომ კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მიზანი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაა.
სლოვაკეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის დეკემბერშიც გაიმართა, როდესაც, როდესაც ფიცო პირველად ჩავიდა მოსკოვში პუტინთან შესახვედრად და ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე მოსალაპარაკებლად.
სლოვაკეთის ლიდერი ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით. ის ხშირად აპროტესტებდა ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით. რობერტ ფიცომ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანას ევროკავშირიდან და NATO-დან გაიყვანდა.