უკრაინის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ გასულ უქმეებზე რუსი სამხედროების მიერ დრონების გამოყენებით დედაქალაქ კიევზე თავდასხმისას 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი.
ადგილობრივი მოსახლეობა იერიშს იხსენებს. 83 წლის პენსიონერ ვალენტინა ფესიუკს ხმაურზე გამოეღვიძა. დაახლოებით ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, სახლი რომ შეირყა. მე-12 სართულზე ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.
მიკოლა დემიდენკოს მეუღლემ აფეთქების დროს მოასწრო დერეფანში გასვლა, თავად კი იატაკზე დაეცა. თუმცა მათთვის ახლა მთავარი ისაა, რომ ყველა გადარჩა.

დარინა კრავჩუკი 18 წლის სტუდენტია. იგი პირველ სართულზე ცხოვრობს და ესმოდა, როგორ იღებოდა და იხურებოდა კარი. ხალხი გარბოდა. მისი თქმით, ძალიან ძლიერი ხმა იყო.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით გაუშვა 165 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 69 გაანადგურეს, 80 კი რადიოელექტრონული საშუალებით გაანეიტრალეს.
