კატეგორიები

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს შეხვდება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს შეხვდება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ოთხშაბათს, 16 აპრილის საღამოს, ვაშინგტონში ჩაფრინდა. 17 აპრილს ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ჯორჯია მელონი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპს პირისპირ შეხვდება ევროპულ იმპორტზე ტარიფების დაწესებისა და შემდგომ ამ ტარიფების შეჩერების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯია მელონი იტალიის ლიდერის როლში შეხვდება დონალდ ტრამპს, ვაშინგტონში გამგზავრებამდე ის ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.

შეხვედრის მთავარი თემა ტარიფები იქნება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შესაძლოა გუნდის მხრიდან გაზრდილ ზეწოლას განიცდიდეს, რადგან ამომრჩევლების მთავარი მოლოდინი სწორედ ის იყო, რომ ტრამპი ეკონომიკას გააუმჯობესებდა.

Related news
კორტინა დ’ამპეცოში ადგილობრივებსა და სტუმრებს ვაშლის დესერტით უმასპინძლდებიან იტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა
სხვა ამბები