მთავარიაზიაჩინეთიპეკინი უარყოფს, რომ ჩინელი ჯარისკაცები უკრაინაში იბრძვიან

პეკინი უარყოფს, რომ ჩინელი ჯარისკაცები უკრაინაში იბრძვიან

ჩინეთი უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ჩინეთის მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის ჯარებთან ერთად იბრძვიან.

პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ზელენსკის განცხადება „უპასუხისმგებლოდ“ შეაფასა.

ლი ჯიანის თქმით, იგი ურჩევს შესაბამის მხარეებს სწორედ და ნათლად აღიქვან ჩინეთის როლი. პრესსპიკერის აღნიშნავს, რომ პეკინი საკუთარ მოქალაქეებს მუდამ მოუწოდებს, თავი აარიდონ უცხო ქვეყნის კონფლიქტებსა და სამხედრო ოპერაციებში ჩართვას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 155 ჩინეთის მოქალაქე რუსეთის მხარეს იბრძვის.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარებმა ორი ჩინელი სამხედრო დაატყვევეს. მას მიაჩნია, რომ პეკინის მაღალჩინოსნებმა იციან მოსკოვის კამპანიის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend