მთავარიკულტურა„ერთი ერთზე: ჯონი და იოკო“ - ფილმი ჯონ ლენონისა და იოკო ონოს...

„ერთი ერთზე: ჯონი და იოკო“ – ფილმი ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შესახებ

შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ყველაფერი იცის ჯონ ლენონის შესახებ, თუმცა ეს ასე არ არის.

„ერთი ერთზე: ჯონი და იოკო“  დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ საკულტო მუსიკოსის და მისი ნამუშევრების სრულიად ახალი ხედვა წარმოაჩინა. მან აღმოაჩინა მასალები, რომლებიც აქამდე უცნობი იყო…

„ამ ფილმიდან თქვენ ჯონისა და იოკოს შესახებ აქამდე ისედაც ცნობილ ფაქტებს თავიდან კი არ გაიგებთ, არამედ მათთან ერთად იმოგზაურებთ, მათ მიერ სამოყვარულო კამერით გადაღებულ პატარა ფილმებს ნახავთ, მათ ხასიათებსა და პიროვნულ თვისებებს უფრო ახლოდან გაიცნობთ და ემოციურად ძალიან დაუახლოვდებით. აქ ზუსტად ის პერიოდია აღწერილი, როცა ჯონის და ბიტლზის გზები გაიყო. პერიოდი, როცა ლენონი თავის თავს უამრავ კითხვას უსვამდა: თუ ვინ იყო ის? ვინ უნდოდა რომ გამხდარიყო? როგორ უნდა დახმარებოდა სამყაროს და ა.შ.”, -ამბობს კევინ მაკდონალდი, რეჟისორი

რეჟისორს ძალიან დაეხმარა შონ ონო ლენონი, რომელმაც 1972 წელს ნიუ-იორკში ჩატარებული კონცერტის აღდგენა შეძლო. ლენონის ოჯახმა ასევე აღადგინა მუსიკოსის 1972 წლის სატელეფონო ჩანაწერები.

„აქამდე სხვა ვარსკვლავებთანაც მიმუშავია და მერწმუნეთ, მათზე დოკუმენტური ფილმების გადაღება არც ისე მარტივია, რადგან ისინი ხშირად ერევიან რეჟისორის საქმეში და შემოქმედებით თავისუფლებას არ გვაძლევენ. ლენონისა და ონოს ფილმზე მუშაობისას კი ყველაფერი განსხვავებულად იყო. ძალიან მარტივად გადავიღეთ, რადგან შონ ონო ლენონმა დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მოგვცა. მე მას ვუთხარი, რომ რაღაც გიჟურის გაკეთება მსურდა. არა ისეთი ფილმის, სადაც ერთი მთხრობელი იქნებოდა და მოჰყვებოდა ისტორიას, არამედ მხოლოდ იმ კადრებითა და ვიდეოებით გადმოვცემდით სათქმელს, რაც არქივში მოგვეპოვებოდა. მას ეს იდეა ძალიან მოეწონა და ფილმის დასრულებამდე არავითარი ცვლილება არ შემოუტანია“,-ამბობს კევინ მაკდონალდი, რეჟისორი

დოკუმენტურ ფილმს “ერთი ერთზე: ჯონი და იოკო”, მაყურებელი კინოთეატრებში 11 აპრილიდან იხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend