კატეგორიები

ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორზე 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორზე 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა
ისრაელის თავდაცვის ძალებს კვლავ მიაქვთ იერიში ღაზის სექტორზე. ბოლო ინფორმაციით, გასული, 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმას 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. გაერო გმობს ღაზაში მიმდინარე მოვლენებს და მხარეებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.  ისრაელი აცხადებს, რომ მათი სამიზნე „ჰამასი“, სარდლობა და მართვის ცენტრებია.

ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორზე 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.  27 ადამიანი ჩრდილოეთ ღაზაში, ტუფის უბანში, ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის დროს დაიღუპა, მათ შორისაა 10-ზე მეტი ბავშვი და ხუთი ქალი.

პალესტინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ახლომდებარე უბანზე დარტყმებს კიდევ 30 ადამიანი შეეწირა. ისრაელი ღაზის სექტორზე აძლიერებს შეტევას, რომლის მიზანიც „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდა და ამ ტერიტორიებიდან მისი განდევნაა.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ვოლკერ თურქმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეშფოთება გამოხატა მზარდი ძალადობის გამო. მისი თქმით,  პირველი მარტიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციას 1200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის 320 ბავშვი.

ისრაელი  ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, კარვებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს. ისინი მაშინაც არ შეჩერებულან, როდესაც პალესტინელები  ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ იერიში მიაქვთ „ჰამასის“ მებრძოლებზე, სარდლობასა და მართვის ცენტრებზე.

ისრაელის არმიის სპიკერის თქმით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ მათ ღაზაში გაანადგურეს 600-ზე მეტი ობიექტი და დახოცეს „ჰამასის“ 250-ზე მეტი  წევრი.

ჰამასმა“ დაგმო თავდასხმები და ისრაელის ქმედება  მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტად შეაფასა. გაერო საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და ყველა მხარეს მოუწოდებს, ერთად იმუშაონ, რათა აღდგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყდეს პალესტინელი ხალხის ტანჯვა.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა ღაზის სექტორში თავშესაფარზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები