კატეგორიები

„ეს ცვლილებები არჩევნების გაყალბების ლეგალიზებაა”- სალომე ზურაბიშვილი

„ეს ცვლილებები არჩევნების გაყალბების ლეგალიზებაა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებას. ცვლილების თანახმად, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეტანილი ცვლილებები იმის მაჩვენებელია, რომ მთავრობის წევრები ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან. მისივე თქმით, მათ იციან, რომ არჩევნების დანიშვნა მოუწევთ და ამის გამო თავს იზღვევენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების გაყალბების ფორმის, ე.წ. „კარუსელების“ ლეგალიზებას ნიშნავს. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ და თქვა, რომ სრული მზადყოფნა უნდა გამოაცხადონ და მოამზადონ დამკვირვებლები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილებებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები