კატეგორიები

სერბეთში ათობით ათასი ადამიანი სტუდენტთა საპროტესტო აქციას შეუერთდა

სერბეთში ათობით ათასი ადამიანი სტუდენტთა საპროტესტო აქციას შეუერთდა
სერბეთში ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა სტუდენტთა საპროტესტო აქციას, რომლის დევიზი იყო: “ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ”.

დემონსტრანტები არ აპირებენ, შეეგუონ უსამართლობასა და კორუფციას ბალკანეთის ქვეყანაში, რომელსაც ათწლეულია პოპულისტური მთავრობა მართავს.

სერბეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ნოემბერში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ  აწყობენ აქციებს,  როგორც ცნობილია, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. კრიტიკოსები ხელისუფლებას  კორუფციაში ადანაშაულებენ.

ნოემბრიდან თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. ეს  სერბეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეკრებებია, რომლებშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩავიდნენ ქალაქ ნიშში, რომელიც ბელგრადიდან დაახლოებით 200 კილომეტრში სამხრეთით მდებარეობს.

სტუდენტებმა საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვეს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიტიკოსების ქმედებების გამო დაზარალდნენ და ცვლილებების იმედი აქვთ დაკარგული.

სერბეთი ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა ვუჩიჩსა და მის მემარჯვენე პროგრესულ პარტიას  ხშირად ადანაშაულებენ დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვასა და მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობაში.

ვუჩიჩის აზრით, ამ აქციებით დასავლეთი ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას ცდილობს.

მსგავსი მასშტაბის აქციები უკვე ჩატარდა ნოვისადსა და კრაგუევაცში.

ნოვისადში რკინიგზის სადგურის შენობა ბოლო წლებში ორჯერ განახლდა ჩინურ სახელმწიფო კომპანიებთან გაფორმებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში.

სერბეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რეკონსტრუქცია უხარისხოდ ჩატარდა და მშენებლობის უსაფრთხოების წესები დაირღვა, რაც კორუფციის მასშტაბებზე მიუთითებს.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისია სერბეთისთვის 1.5 მილიარდი ევროს ფინანსური პაკეტის შეჩერებას განიხილავს უნივერსიტეტის მხარდასაჭერად მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ბელგრადში
სხვა ამბები