კატეგორიები

შვეიცარიის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა თბილისში ოქროს მედალი მოიპოვა

შვეიცარიის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა თბილისში ოქროს მედალი მოიპოვა

ზამთრის ახალგაზრდულ ევროპულ ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისმა ყინულის ჰოკეის შეჯიბრებას უმასპინძლა. ევროპული ჰოკეის ამომავალმა ვარსკვლავებმა თბილისის ახალ ყინულის არენაზე იასპარეზეს.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს შვეიცარიისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი შვეიცარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

„ძალიან მიხარია რომ ოქროს მედალი მოვიპოვეთ, ჩემი გუნდი ძალიან მიყვარს, იმედია ჩემპიონები მომავალშიც გავხდებით. ჩემთვის დიდი პატივია რომ შეჯიბრების საუკეთესო დამცველად დამასახელეს, ჩემი გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. აქაურობა ძალიან მომეწონა, თბილისი უმშვენიერესი ქალაქია, კმაყოფილი ვარ ყინულის არენითაც. აქ სიამოვნებით დავბრუნდებოდი და კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შევეცდებოდი,“ – ამბობს შვეიცარიის ნაკრების წევრი, ვსევოლოდ შვანემანი.

ტურნირზე მესამე ადგილი ახალგაზრდა ჩეხმა მოთამაშეებმა დაიკავეს.

ზამთრის ევროპულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველომ 9-16 თებერვალს უმასპინძლა.

შეჯიბრებები ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდა.

საქართველოსთვის ოქროს მედალი მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოიპოვა.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები