კატეგორიები

ოლიმპიური ფესტივალის მე-3 საშეჯიბრო დღე ბაკურიანში

ოლიმპიური ფესტივალის მე-3 საშეჯიბრო დღე ბაკურიანში
ბაკურიანში ზამთრის ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიური ფესტივალის მე-3 საშეჯიბრო დღე დასრულდა და გამარჯვებულები ფრისკისა და სნოუბორდის დისციპლინაში გამოვლინდნენ.

ბაკურიანში, 12 თებერვალს, ბიატლონში ერთეული შერეული ესტაფეტა ჩატარდა, სადაც გამარჯვებული უკრაინელები გახდნენ. ბათუმში ქართველმა ინგა გურგენიძემ ფიგურულ სრიალში მე-3 ადგილი დაიკავა. 12 თებერვალს ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა. ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ხსოვნას, მისი გარდაცვალების დღეს, პატივი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა მიაგეს.

ისინი ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე მივიდნენ, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და სპორტსმენის ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთებული მუზეუმი დაათვალიერეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ სწორედ დღეს გახდა ცნობილი.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები