კატეგორიები

პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს

პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს

2024 წლის მაისში ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

მიმდინარე წლის 20 იანვარს პატიმრობაში მყოფ ორივე პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს. სასჯელის მოხდა მათ 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებაში მოუწევთ, 1 წელი კი პირობით სასჯელადაა განსაზღვრული.

პროკურატურის მტკიცებით, რკინის ჯებირის დაზიანებით სახელმწიფოს 400-ლარიანი ზიანი მიადგა, საიდანაც 250 ლარი კონსტრუქციის ღირებულება, 150 კი მისი შეკეთების საფასურია. მიყენებული ზიანი არასამთავრობო ორგანიზაციამ, DRI-მ აანაზღაურა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები