მთავარიევროპარუმინეთირუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გადადგა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი გადადგა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა თანამდებობა დატოვა.

ეს ნაბიჯი იოჰანისმა მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მისი თანამდებობიდან გადაყენება უკვე მესამედ მოითხოვეს. თავად კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში შესვლის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„რუმინეთისა და მისი მოქალაქეების კრიზისისგან დასაცავად ვტოვებ პრეზიდენტის თანამდებობას. ეს 12 თებერვალს შევა ძალაში, ღმერთმა დალოცოს რუმინეთი“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მას თანამდებობა 2014 წლიდან მოყოლებული ეკავა და უკვე იმსახურა კანონით გათვალისწინებული, მაქსიმუმ ორი 5-წლიანი ვადის ფარგლებში. თუმცა, მისი საპრეზიდენტო ვადა მას შემდეგ გახანგრძლივდა, რაც დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ კალინ ჯორჯესკუს გამარჯვების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.

დამოუკიდებელი, ულტრამემარჯვენე კანდიდატის მოულოდნელმა გამარჯვებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა რუმინეთის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის შესახებ.

იოჰანისის გადადგომის შემდეგ რუმინეთის დროებით პრეზიდენტად სენატის ხელმძღვანელი იქნება. განმეორებითი არჩევნები კი 4 მაისსაა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend