კატეგორიები

ჯუდ ლოუ ფილმში „კრემლის ჯადოქარი“ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს

ჯუდ ლოუ ფილმში „კრემლის ჯადოქარი“ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის, ფილმში „კრემლის ჯადოქარი“ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს. ინფორმაცია მსახიობმა Deadline-თან ინტერვიუში დაადასტურა.

„კრემლის ჯადოქარი“ იტალიელი ნოველისტისა და ესეისტის, ჯულიანო და ემპოლის, ნოველას ეფუძნება.

ნაწარმოები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პოლიტიკური კარიერის საწყისი წლების შესახებ მოგვითხრობს.

ჯუდ ლოუსთან ერთად ფილმში მონაწილეობას ალისია ვიკანდერი, პოლ დანო და სხვა ცნობილი მსახიობები მიიღებენ.

დაკავშირებული ამბები
ლიმონი, ღვინო და ყველი - ანდროსის კუნძულის ოქროს საგანძური ევრონიუს კულტურა - 2026 წლის საუკეთესო ფილმები
სხვა ამბები