მთავარიაზიაყაზახეთიაზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

გუშინ, 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ქალაქ გროზნოსკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთში, ქალაქ აქთაუსთან, ავარიული დაშვების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 მგზავრი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ზოგიერთი თეორიის თანახმად, თვითმფრინავი რუსეთის ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ მთავრობამ მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

„ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. არსებობს სხვადასხვა თეორია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათი განხილვა ნაადრევია. ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და, ბუნებრივია, აზერბაიჯანის საზოგადოება რეგულარულად იქნება ინფორმირებული როგორც კომისიის მუშაობის შედეგების, ისე საქმის მიმდინარეობის შესახებ“, – ამბობს ილჰამ ალიევი.

29 მგზავრი ავიაკატასტროფის შედეგად სასწაულებრივად გადარჩა. დაზიანებების გამო ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, ისინი ზრუნავენ დაღუპულთა ოჯახებზეც.

აზერბაიჯანის ავიახაზების Embraer 190-ის ნამსხვრევები აქთაუს აეროპორტთან, ყაზახეთი, 25 დეკემბერი, 2024 წელი Copyright The Administration of Mangystau Region via AP

„ბორტზე მყოფ მგზავრთა ოჯახებისთვის შეიქმნა ცხელი ხაზი და ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ ყოველ მგზავრსა და მათი ოჯახების წევრებს, განურჩევლად ეროვნებისა“, – ამბობს ფარუდ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის ავიახაზების პრესსამსახურის უფროსი.

ბაქოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოძიება ყაზახეთის პროკურატურასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის ყოველ დეტალს შეისწავლიან და ექსპერტიზასაც ჩაატარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend