კატეგორიები

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საერთაშორისო აეროპორტთან აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

რეისი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით სრულდებოდა. ბორტზე 62 მგზავრი და  ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გადარჩენილია 28 ადამიანი. მათ ადგილობრივი ხელისუფლება სამედიცინო დახმარებას უწევს.

ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ყაზახური მედია ერთ-ერთ ვერსიად თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახებას განიხილავს. რუსეთის სახელმწიფო გამოცემის, „ტასის“ თანახმად, გროზნოში ძლიერი ნისლის გამო თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა მოუწია.

Related news
აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა
სხვა ამბები