მთავარისაქართველოსაია: აქციებზე დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე...

საია: აქციებზე დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ინფორმაცია 200-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ შევიდა.

ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს.

„დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში.

დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.
პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები.

სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას.

დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია“, – წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია ყველა დაკავებული გათავისუფლებას, მათ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას და ადვოკატების მიერ დაკავებულთა უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend