მთავარიევროპაისლანდიაისლანდიაში ვულკანი ერთ წელიწადში უკვე მეშვიდედ ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ერთ წელიწადში უკვე მეშვიდედ ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე  ვულკანი კვლავ ამოიფრქვა. ეს ერთ წელიწადში უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამჯერად ის არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც აგვისტოში,  რაც იმას მანიშნებელია, რომ ამ ადგილებში ვულკანურმა აქტივობამ უკვე მიაღწია პიკს.

ქალაქ გრინდავიკის მახლობლად ვულკანის რამდენჯერმე ამოფრქვევამ  დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოქალაქეების უმეტესობა კი იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გრინდავიკს ამჯერად საფრთხე არ ემუქრება, თუმცა წინა ამოფრქვევის გამო ქალაქი თითქმის მთლიანად არის დაცლილი.

 

ისლანდიის ქალაქ კებლავიკის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ფრენები არ შეჩერებულა, არც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ემუქრება საფრთხე. თუმცა გეოთერმული სპა, „“ცისფერი ლაგუნა“ ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, დაიხურა. სტუმრებიც გაიყვანეს ადგილიდან.

ისლანდია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკურ ფილებს შორის მდებარეობს  და, სეისმური აქტივობის თვალსაზრისით, ცხელი წერტილია. რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანი დაახლოებით 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო, სანამ 2021 წელს გეოლოგიური პროცესების შედეგად არ გააქტიურდა

მას შემდეგ ამ მხარეში ვულკანის ამოფრქვევა ხშირი მოვლენაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend