მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისათვის ATACAMS-ის შორი მანძილის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით. უნგრელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ომის ესკალაციას ემსახურებოდეს და გლობალური კონფლიქტის დაწყების საშიშროებას აჩენს.

პიტერ სიიარტომ, რომელიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას უარყოფითად აფასებს, ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც კიევის მხარდაჭერისთვის აგრძელებენ ძალისხმევას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ვითარების შეცვლას მოახერხებს.

„ომის მომხრეებს ჯერ კიდევ არ სურთ, დაინახონ, რომ დასასრული მოვიდა. ომის ევროპელ მხარდამჭერებს არ სურთ, თვალი გაუსწორონ ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც გვეუბნება, რომ მათ არ სურთ ომი. ჩვენ ვხედავთ ისეთ სახიფათო გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკიდურესად ქმნის უფრო მძიმე ესკალაციის რისკს. სამწუხაროდ, ბრიუსელში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებს ამის აღიარება და ახალი რეალობის მიღება არ შეუძლიათ.

ვითარება კი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უარესდება. ამ ომს ყოველდღიური ტანჯვა მოაქვს ყველასთვის. პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროპისთვის კარგი შესაძლებლობა. ჯერჯერობით, ოკეანის გაღმაც არ სურთ ახალი რეალობის მიღება და ხელს უშლიან, სანამ შეუძლიათ.

უპირველეს ყოვლისა, წარმოუდგენლად სახიფათო გადაწყვეტილებაა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების დაშვება რუსეთის ტერიტორიაზე. ეს წარმოუდგენლად საშიში გადაწყვეტილებაა. ამით ომი არათუ შეჩერდება, არამედ შესაძლოა უფრო დიდ მასშტაბშიც გადაიზარდოს. მით უმეტეს, თუ იმ წერტილთან მივედით, რომ შესაძლებელი გახდეს უკრაინის ნატოს გაერთიანებაში მოწვევა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend