მთავარიაზიაინდოეთიჰაერის დაბინძურების გამო ნიუ-დელიში ძლიერი ნისლია

ჰაერის დაბინძურების გამო ნიუ-დელიში ძლიერი ნისლია

ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქალაქები ნისლმა მოიცვა. რეგიონში ჰაერის დაბინძურების დონე იმატებს ზამთარში, როდესაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს წვავს. ამ დროს სიცივე კვამლს აკავებს.

განსაკუთრებით ეს შესამჩნევი დიდ ქალაქებშია, სადაც სხვადასხვა ინდუსტრია ქვანახშირს რეგულაციების დარღვევით მოიპოვებს. ჰაერის დაბინძურებას ტრანსპორტის გამონაბოლქვიც იწვევს. სხვადასხვა სტატისტიკა მოწმობს, რომ ყოველწლიურად მილიონი ინდოელი იღუპება დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებისგან.

ნიუ-დელის გარემოსდაცვითი მთავარი სააგენტო „საფარის“ ინფორმაციით, ქალაქში ჰაერის ხარისხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ქალაქის ზოგიერთ რაიონში დაბინძურების მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ზღვარს 50-ჯერ აღემატება.

ახლა ყველა ელოდება ცივ ქარს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ პრობლემას გადაჭრის, თუმცა მანამდე სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ჰაერის ხარისხი მომდევნო კვირაში უფრო მეტად დაიწევს.

მსგავსი ვითარებაა პაკისტანშიც. შვეიცარიული ჯგუფი ლაჰორის რეგიონში იკვლევს ჰაერის ხარისხს. მათი თქმით, ჰაერის ხარისხის ინდექსი რეკომენდებულზე ბევრად დაბალია და ეს პრობლემა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიშიც არსებობს.

ვიეტნამის გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების მიზეზი ტრანსპორტი და მშენებლობაა. ჰანოიში მილიონი მანქანა და შვიდი მილიონი მოტოციკლეტი მოძრაობს. ტრანსპორტის დიდი ნაწილი ძველია და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სამშენებლო კომპანიები კი მტვრის შეკავებას არ უზრუნველყოფენ და გარემოს აბინძურებენ. პრობლემას ქმნის წიაღისეული საწვავის გამოყენებაც, რაც ჰაერის ხარისხს აუარესებს.

მეტეოროლოგიური დეპარტამენტი განმარტავს, რომ მსოფლიოში ჰაერის ვენტილაციის სიჩქარემ იკლო და ატმოსფერულმა ინვერსიულმა ფენამ, რომელიც დაბინძურების მთავარი ხელშემწყობია, ჰაერში არსებული ნაწილაკების დაგროვება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend