მთავარიკულტურანოსტრას გრან პრი ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტმა მიიღო

ნოსტრას გრან პრი ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტმა მიიღო

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს – ევროპა ნოსტრას გრან პრის მფლობელი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპა ნოსტრას უმაღლესი ჯილდო ქართულმა პროექტმა მოიპოვა.

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის გამარჯვებულები რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

ეს ქართული პროექტის ევროპა ნოსტრაზე მეორე პრიზია. უმაღლესი პრიზის მიღებამდე, პროექტმა ჯილდო კატეგორიაში ,,მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება” მიიღო.

ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან არხოტის თემის სოფელ ახიელში მდებარე XVI-XVII საუკუნის ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა. საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის ფარგლებში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებულ ცისკარაულების კოშკს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend