მთავარიევროპაპორტუგალია2017 წლიდან პორტუგალიაში ხანძრის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა

2017 წლიდან პორტუგალიაში ხანძრის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა

პორტუგალიაში 2017 წლის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა ხანძრის შემთხვევები.  ამის მიზეზი კი ხანძრის პრევენციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიაა.

სოფლის ხანძრის ინტეგრირებული მართვის სააგენტომ დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც 2026 წლამდე გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო შემცირდეს ხანძრების რაოდენობა. 2018 წელს მათი დევიზი იყო, „პორტუგალია გიხმობს!“ ხალხი ინფორმირებულია რეგიონებშიც.

წელს პორტუგალიაში, შედარებით გრილი ზაფხულიც იყო, გარემო იმდენად გამომშრალი არ იყო, რომ ყოველ ნაპერწკალზე ცეცხლი გაჩენილიყო. ამიტომ ხანძრების კერების რაოდენობა შედარებით შემცირებული იყო.

შემუშავებული სტრატეგია გულისხმობს კარდაკარ სიარულს და  საზოგადოების ინფორმირებას, მაგალითად, რესპუბლიკური ეროვნული გვარდიის მეშვეობით. განათლების სამინისტროც მუშაობს  ხუთიდან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებთან სკოლებში. კამპანია მიზნად ისახავს დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსწავლის მობილიზებას მომდევნო ხუთ წელში“.

გასულ წელს ხანძრების გამო ევროპაში შეფერხდა წყალმომარაგება, დაზიანდა ინფრასტრუქტურა ან სასოფლო-სამეურნეო მიწები.  მან უარყოფითი გავლენა იქონია ტურიზმსა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

პორტუგალია მიზნად ისახავს გამოიყენოს 2030 წლის სტრატეგია, კერძოდ, ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რათა ფერმერებს საშუალება მისცეს, უკეთ მართონ თავიანთი ტყეები და მიაქციონ მეტი ყურადღება  მიტოვებულ მიწებს“.

ევროკავშირის მასშტაბით,  საბერძნეთში, ევროსში, გაჩენილი ხანძარი დღემდე ყველაზე მასშტაბურია.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend