მთავარიკულტურადეა კულუმბეგაშვილის “აპრილი”

დეა კულუმბეგაშვილის “აპრილი”

ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია და მისი ნაწილი ქართველი კინორეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმია.

ფილმი სახელწოდებით „აპრილი“ კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია. ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

დეა კულუმბეგაშვილი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილე რიგით მეოთხე ქართველი რეჟისორია. აქამდე ეს პატივი მხოლოდ მიხეილ ჭიაურელს, ლანა ღოღობერიძესა და ოთარ იოსელიანს ერგოთ.

დეა კულუმბეგაშვილთან ერთად ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემიისთვის, ოქროს ლომისთვის მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორები იბრძოლებენ.

მათ შორისაა ოსკაროსანი რეჟისორი პედრო ალმოდოვარიც. მის ახალ ფილმი სახელწოდებით „ოთახი მეზობლად“ შოტლანდიელი მსახიობი, ტილდა სუინტონი ომის რეპორტიორის როლს ასრულებს. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯულიან მური.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს იტალიელი რეჟისორი ლუკა გუადანინოც. მისი ფილმი, რომელსაც „ქვიარი“ ჰქვია ამერიკელი მწერლის, უილიამ სიუარ ბეროუზის რომანის ადაპტაციაა. ფილმში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი, ლესლი მანვილი და ჯეისონ შვარცმანი ასრულებენ.

ვენეციის კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზეა წარდგენილი ტოდ ფილიპსის ცნობილი „ჯოკერის“ მეორე ნაწილიც, რომელშიც მთავარ როლს, ისევე როგორც პირველ ნაწილში, ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმში მონაწილეობს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგაც.

წელს ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაგრძელდება და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ვარსკვლავურ შემადგენლობას უმასპინძლებს.

ფესტივალის სტუმრებს შორის, სავარაუდოდ, ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტიანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანიქეით ბლანშეტი და მსოფლიოში ცნობილი სხვა მსახიობი იქნებიან.

ვენეციის კინოფესტივალი მსოფლიოს უძველესი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალია.

იგი 1932 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. წელს ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend