მთავარისპორტისაქართველოს საფეხბურთო ნაკრები 185 მილიონი ევრო ღირს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 185 მილიონი ევრო ღირს

ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეთა ჯამურმა ღირებულებამ 15%-ით, 161-დან 185 მილიონ ევრომდე, მოიმატა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, 26-კაციანი ნაკრების საერთო ღირებულების ლომის წილი სამ ფეხბურთელზე მოდის: ხვიჩა კვარაცხელიაზე (მისი ფასი ევროპის პირველობის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს), გიორგი მამარდაშვილზე (მისი ფასი 28%-ით გაიზარდა და 45 მილიონი ევრო გახდა) და გიორგი მიქაუტაძეზე (მოიმატა 33%-ით – 20 მილიონ ევრომდე).

ევროპის თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ სატრანსფერო ღირებულება მოემატათ ასევე გიორგი ქოჩორაშვილს (2,5 მილიონი ევრო გახდა), ლაშა დვალსა (1,5 მილიონი) და ოთარ კაკაბაძეს (1 მილიონი).

მილიონიან ზღვარს ზემოთ არიან ასევე ოთარ კიტეიშვილი და ირაკლი აზაროვი (5-5 მილიონი), ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე (3-3 მილიონი), საბა საზონოვი (2,8 მილიონი), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და გაბრიელ სიგუა (თითოეული – 2,5-2,5 მილიონი), გიორგი ქვილითაია (1,6 მილიონი), ანზორ მექვაბიშვილი (1,2 მილიონი) და ლუკა ლოჩოშვილი (1,1 მილიონი).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend