ბანგლადეშში პოლიციასა და სტუდენტებს შორის ძალადობრივი შეტაკებები გრძელდება. ქვეყანაში განგაშია გამოცხადებული. დედაქალაქ დაკაში გათიშულია ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები.
გუშინ ღამით დემონსტრანტებმა სახელმწიფო მაუწყებელ BTV-ის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მაუწყებლობა შეწყვეტილია და თანამშრომლების უმეტესობამ ტელევიზიის შენობა დატოვა. საპროტესტო აქციები სისტემის ცვლილების მოთხოვნით იმართება.
აქციების გამო მთავრობამ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის ბრძანება გასცა. გუშინ დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. BBC-ინფორმაციით საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეების განმავლობაში სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.