კატეგორიები

არ გაზრდილა ტრამპის მხარდაჭერა თავდასხმის შემდეგ

არ გაზრდილა ტრამპის მხარდაჭერა თავდასხმის შემდეგ
ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ არ გაზრდილა.

გამოკითხვის მიხედვით, რომელიც Morning Consult-მა ჩაატარა ტრამპი ბაიდენს მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს. 2045 რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმები ამგვარად გადანაწილდა: 46 % ტრამპს, ხოლო 45% ბაიდენს.

ბოლო გამოკითხვიდან, რომელიც 12-14 ივლის ჩატარდა ტრამპის მხარდაჭერა 2%-ითაა შემცირებული. თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე, გამოკითხვებმა გამოავლინა, რომ ტრამპი ლიდერობდა ექვს მთავარ შტატში: არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ნევადაში, პენსილვანიასა და უისკონსინში.

დაკავშირებული ამბები
დატოვებს თუ არა რუბიო თანამდებობას? - სახელმწიფო მდივნის შესაძლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს „რესპუბლიკელები“ ტრამპს აკრიტიკებენ - არჩევნებში მარცხის მიზეზად ვენსი ირანში ომს ასახელებს
სხვა ამბები