მთავარისპორტიგურამ კაშია: „მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ”

გურამ კაშია: „მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ”

ესპანეთის ნაკრებთან გამართული მერვედფინალური შეხვედრა შეაფასეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა. ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ ისინი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან, დამარცხდნენ.

ფეხბურთელების თქმით, ევრო 2024-ზე მათ შესანიშნავი გამოცდილება მიიღეს და საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ გუნდი არასდროს ნებდება.

როგორც გიორგი მამარდაშვილი, ეროვნული ნაკრების მეკარე ამბობს: „ესპანეთი შესანიშნავი გუნდია. მარტივად შეუძლიათ ჩემპიონატი მოიგონ. მეტის გაკეთება აღარ შეგვეძლო. აქ ყოფნით სიამოვნება უნდა მიგვეღო. ვიცოდით, რომ ორივე იამალი და ნიკო უილიამსი ძალიან სწრაფი მოთამაშეები არიან. ყველაფერი ვიცოდით, თუმცა ზოგჯერ ვერაფერს აკეთებ“.

„ძალიან კარგი გუნდია. ეს თამაშამდეც ვიცოდით. მიმაჩნია, რომ ესპანეთი ჩემპიონატს მოიგებს. ჩემი გუნდელებიც ასე ფიქრობენ. ვცდილობდით, კარი მშრალად შეგვენახა. რომ არა მამარდაშვილი, უფრო მეტი გოლის გატანას შეძლებდნენ“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

„ჩვენი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის, გარეშე რთული იქნებოდა… თუმცა მას ყველა ბურთის აღება არ შეუძლია. ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. რთულ თამაშს ველოდით და ასეთი შეხვედრაც იყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმი. ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. სულ ეს არის“, – ამბობს გურამ კაშია, საქართველოს ნაკრები კაპიტანი.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის თქმით: „ჩვენთვის, გუნდისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. მშვენიერი ჩემპიონატი გვქონდა. შეიძლება ახლა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროზე გავიდეთ. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ“.

„მთავარია, რომ ჩვენ არასდროს ვნებდებით. დღესაც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არასდროს დავნებდით. მაქსიმუმს ვეცადეთ. მაშინაც კი, როდესაც ვაგებდით, ჩვენ რომ მაინც ვდილობდით. ამ მომენტისთვის ესპანეთი საუკეთესო გუნდია. ვულოცავთ ამ გამარჯვებას. ჩვენ შრომას გავაგრძელებთ და იმედია, საქართველოს სხვა დიდ ტურნირებზეც ვიხილავთ”, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

„ევროპის ჩემპიონატზე ყველა ფეხბურთელმა აჩვენე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ვულოცავ ყველა ფეხბურთელს, მთლიანად სტაფსა და მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს. ასევე ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც აქ ჩამოვიდა და გვამხნევებდა. ასევე მათ, ვინც აქ ვერ ჩამოვიდა და სახლიდან გვამხნევებდა“, – ამბობს ჟორჟ მიქაუტაძე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში 4:1 დამარცხდა. ესპანეთის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend