კატეგორიები

ოპოზიცია სარწმუნოდ არ მიიჩნევს ირაკლი კობახიძის განცხადებას მუქარის შესახებ

ოპოზიცია სარწმუნოდ არ მიიჩნევს ირაკლი კობახიძის განცხადებას მუქარის შესახებ

პრემიერ-მინისტრის განცხადებას რობერტ ფიცოს ბედის გაზიარების შესახებ და მის ბრალდებას ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ოპოზიციონერი ლიდერები ირაკლი კობახიძის განცხადებას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მსგავს განცხადებებს მმართველი პარტიიდან მოახლოებული სანქციების პარალელურად აკეთებენ.

ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ ის გზავნილები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ბოლო პერიოდში ახმოვანებენ, კრემლში დაწერილი სცენარია და ის ქვეყანას ევროპულ მომავალს უსპობს.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ყველა შესაძლებლობას ართმევს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები