ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უნგრეთის ხელისუფლებამ აქტიური ანტიევროპული კამპანია დაიწყო. ქუჩაში გამოკრულ პოსტერებზე გამოსახულნი არიან ოპოზიციის წამყვანი ფიგურები, მათ შორის ბუდაპეშტის მერი. ეს პოლიტიკოსები წარმოჩენილნი არიან როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მსახურები.
“Kilóg a lábunk Európából” – választók véleménye az EP-kampány kezdetén https://t.co/ZQ8sFwJ9lP pic.twitter.com/CGG3rPKqF9
— Euronews magyarul (@euronewshu) April 22, 2024
დიზაინერებმა ანტიევროპულ კამპანიას ახალი სახეც დაამატეს, უნგრელი პოლიტიკოსი, პიტერ მაგიარი. ის სულ ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ფიდესის წარმომადგენელი იყო, ახლა კი მთავრობის სამიზნედ იქცა, რადგან დაუპირისპირდა ვიკტორ ორბანს.
Billboards of Hungary’s anti-EU national consultation flooded the streets of the country, portraying @vonderleyen with Alex Soros, saying “We should not dance to their tunes”. Pic: @euronewshu pic.twitter.com/ilA8uyzXfG
— Sándor Zsíros (@EuroSandor) November 20, 2023
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პიტერ მაგიარმა ევრონიუსს უთხრა, რომ სამწუხარო და სავალალოა უნგრეთის სახელმწიფო საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობა, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი თქმით, უნგრეთის მთავრობამ 6 წლის განმავლობაში, თითქმის 4 მილიარდი ევრო დახარჯა პროპაგანდისა და ცილისწამების კამპანიებში.
„ამ ბანერებზე მეცინება, რადგან წარმოჩენილი ვარ როგორც რადიკალი, ან ურუსულა ფონ დერ ლაიენის მარიონეტი. თუმცა ეს ასე არაა. ჩვენს პარტიას სჯერა ევროკავშირის, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. ჩვენ დავრჩებით ევროპულ სტრუქტურებში. წარმომადგენლები იქნებიან ევროპის სახალხო პარტიაში, რომლიდანაც “ფიდესი” გააძევეს. ჩვენ გვსურს კონსტრუქციული ურთიერთობა ბრიუსელთან“, – ამბობს პიტერ მაგიარი, პარტია Tisza-ს ვიცე-პრეზიდენტი.
უნგრეთის მმართველი პოპულისტური პარტიისთვის დიდი დარტყმა იყო თებერვალში პრეზიდენტის გადადგომა. მან პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა მის მიერ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში თანამზრახველის შეწყალებას. სწორედ მაშინ პიტერ მაგიარი ღიად დაუპირისპირდა ორბანის მთავრობას.
სკანდალის შემდეგ ორთვე-ნახევარი გავიდა. თავდაპირველად პიტერ მაგიარმა თქვა, რომ პოლიტიკაში ყოფნას აღარ აპირებდა, მაგრამ ახლა მისი პარტია ემზადება ევროპარლამენტის არჩევნებისთვის. ის უკვე მეორე კვირაა უნგრეთის სოფლებში დადის და აპირებს, რომ ყველა რეგიონი მოიაროს.
რიტა კონია, ევრონიუსი