მთავარიევროპასლოვაკეთი"რობერტ ფიცოს დაცვამ უხეში შეცდომები დაუშვა" - პირადი უსაფრთხოების ექსპერტი

“რობერტ ფიცოს დაცვამ უხეში შეცდომები დაუშვა” – პირადი უსაფრთხოების ექსპერტი

“სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმისას მისმა უსაფრთხოების ჯგუფმა უხეში შეცდომები დაუშვა”,- აცხადებს ექსპერტი ერვინ კისი.

პირადი უსაფრთხოების ექსპერტი დაეხმარა ევრონიუსის გუნდს თავდასხმის კადრების გაანალიზებაში.

„დაცვის პოზიციას თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ ისინი, ასე ვთქვათ, არ ეფარებიან ფიცოს. მასთან ყველაზე ახლო მდგომი ერთი მეტრის დაშორებითაა. მის მარცხნივ დაცვა საერთოდ არ იდგა. როდესაც დასაცავი პირი დაცვით არ არის მთლიანად გარშემორტყმული, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა”, – ამბობს პირადი უსაფრთხოების ექსპერტი ერვინ კრისი.

ექსპერტის თქმით, პირველი გასროლის თავიდან აცილება თითქმის ყოველთვის შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. თუმცა მიაჩნია, რომ მეორე ტყვიას არ უნდა მიეღწია პრემიერ-მინისტრამდე. ფიცოს დაცვამ რეაგირება დააგვიანა.

„დაცვა თავდამსხმელზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ამისთვის უკვე გვიანი იყო, პრემიერს მაინც არ ჰქონდა ფიზიკური თავშესაფარი, ამ მომენტში ის იყო დაუცველ მდგომარეობაში. ერთ თავდამსხმელზე მეტი რომ ყოფილიყო, ისინი შეძლებდნენ, პრემიერის მიმართულებით კიდევ გაესროლათ“, -ამბობს ექსპერტი.

კრისმა თქვა, რომ დაცვა მზად უნდა ყოფილიყო თავდასხმისათვის, რადგან ამის ნიშნები იქამდეც არსებობდა. მაგალითად, თავად რობერტ ფიცოს ჰქონდა ნათქვამი, რომ მისი მკვლელობის მცდელობა გამორიცხული არ იყო.

„ერთი თვის წინ, 24 აპრილის დემონსტრაციაზე, თავდამსხმელმა ხმამაღლა დაიყვირა, რომ ფიცო მოსაშორებელია. ასე რომ, თუ დაზვერვა სათანადოდ იმოქმედებდა, 30 კაცში მისი ამოცნობა და შემოწმება მარტივი იქნებოდა“, – ამბობს ერვინ კრისი.

ექსპერტის მოსაზრებას იზიარებს სლოვაკეთის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელიც. მას მიაჩნია, რომ პრემიერზე თავდასხმის დროს სრული ქაოსი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend