მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი: "ხარკივის რეგიონში უსაფრთხოების ზონა უნდა შევქმნათ, ამ ეტაპზე ქალაქის დაკავება...

ვლადიმერ პუტინი: “ხარკივის რეგიონში უსაფრთხოების ზონა უნდა შევქმნათ, ამ ეტაპზე ქალაქის დაკავება არ იგეგმება”

პრეზიდენტად მეხუთედ არჩევის შემდეგ ვლადიმერ პუტინი პირველი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. მასპინძელი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი სახელმწიფოს კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა და სამოკავშირეო ურთიერთობები უფრო მაღალ ეტაპზე ავიდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არაფორმალურ შეხვედრაზე პეკინში, ჩინეთი Copyright Mikhail Metzel/Sputnik

ჩინეთში ვიზიტისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა: „რაც შეეხება ხარკოვის მიმართულებას, ეს მათი ბრალია. მათ პირველმა გაისროლეს, ისვრიან ჩვენი ქალაქების მიმართულებით, მშვიდობიან მოქალაქეებს გვიკლავენ. მე განვაცხადე, რომ მოგვიწევდა უსაფრთხო ზონის შექმნა, ამ ეტაპზე ქალაქის დაკავება არ იგეგმება”.

ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის შესახებაც: „როდესაც რუსული არმია კიევის კარიბჭეებთან იდგა, დასავლეთმა მოგვიწოდა, რომ მოლაპარაკება იარაღით მუქარის ფონზე შეუძლებელია. სამშვიდობო პროცესის წამოწყების მიზნით მათ კიევის მისადგომებიდან გასვლისკენ მოგვიწოდეს და ჩვენ ეს შევასრულეთ. მეორე წამს კი ჩვენი შეთანხმება ნაგავში მოისროლეს და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა გამოაცხადეს. ჩვენ უნდა გავიგოთ ვისთან და როგორ მოგვიწევს საქმის დაჭერა, ვისი ნდობაა შესაძლებელი. ვაკვირდებით, თუ არ ვცდები ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ არსებულ ვითარებას, ვერ განვიხილავთ ვერცერთ ფორმულას, რომლის დეტალებიც არავის გაუზიარებია ჩვენთვის. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, უკრაინული მხარისგან განსხვავებით. ჟენევაში დაგეგმილი ღონისძიების მიზანი ნათელია, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს შეკრება, გამოცხადება რომ ყველა ყველაფერზე თანახმაა და შემდეგ ამ ცრუ თანხმობის ჩვენთვის ულტიმატუმად წარდგენა”.

10 მაისიდან რუსული არმია ხარკივის რეგიონში უტევს, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლება დაიკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend