მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა გაუქმდეს.

„ეს კანონი არის თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულად გამართლებული იურიდიულად და გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებასა და გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა 15 მაისს მიიღო მესამე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. როგორც ცნობილია, ვენეციის კომისია ამ კანონზე დასკვნას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend