მთავარიკუბი“უცხოური გავლენის” შესახებ კანონი შესაძლოა ფიზიკურ პირებზეც გავრცელდეს

“უცხოური გავლენის” შესახებ კანონი შესაძლოა ფიზიკურ პირებზეც გავრცელდეს

საბა ბრაჭველის განცხადებით, კანონში დაემატა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, უცხოური გავლენის შესახებ კანონი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.

მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.
  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა, მათ შორის ფიზიკური პირებიც, 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
  • ასევე აღნიშნულია, რომ ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს კანონში უკვე ჩაწერილ 10 000, 20 000 და 25 000-ლარიან ჯარიმებს.
  • ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ დამატებით დაკისრებას.

იურისტი განმარტავს, რომ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი იქნება.

მისი თქმით, თუ აქამდე რიგით მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს კანონი ყველას შეეხება. ის ამბობს, რომ ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმების მექანიზმი, ინფორმაციისა და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

ამ საკითხზე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს მუხლები კანონპროექტს ორი კვირის წინ ჩაემატა. თუმცა ამავდროულად ამბობს იმასაც, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ის ამბობს, რომ ფიზიკური პირები რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან და ჩამატებული მუხლები გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როცა ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო, პირებს ვალდებულება აქვთ, ეს ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend