მთავარისაქართველოპარლამენტმა სადავო კანონპროექტი მწვავე დაპირისპირების ფონზე პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მწვავე დაპირისპირების ფონზე პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მწვავე პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი. ამ კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათგან 73 მმართველი პარტიის წევრია, 9 – “ხალხის ძალის”, ხოლო ერთი “ევროპელი სოციალისტების”.

კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მიმართა. მისი თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს საკმარისად მტკიცე არგუმენტები არ აქვთ.

სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციონერი დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი შეუძლებელს გახდის საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე მედიას თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობას წაართმევს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს კენჭს 3 მოსმენით უყრის. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენა 17 მაისს არის დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend