კატეგორიები

აღდგომის უნგრული ტრადიცია

აღდგომის უნგრული ტრადიცია

ხალხური სიმღერები, ხალხური ცეკვები, ხალხური კოსტიუმები და, რა თქმა უნდა, წუწაობა – უნგრეთის პატარა სოფელ ჰოლოკოში აღდგომას ასეთი ტრადიციით ეგებებიან.

ეს ჩვეულება საუკუნეებს ითვლის.

ადრე ამ ტრადიციის თანახმად, მამაკაცი მხოლოდ იმ გოგონას ასხამდა წყალს, რომლის ცოლად მოყვანაც სურდა.

ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, სააღდგომო გაწუწვა ნათლობის რიტუალთანაა დაკავშირებული.

გოგონების გაწუწვის შემდეგ მამაკაცები ქალებს ქუჩაში საცეკვაოდ ეპატიჟებიან.

დღეს ჰოლოკოში არც ერთი გოგონა არ დარჩა, რომელსაც მშრალი ტანსაცმელი ჰქონდა. 4-დღიანი სააღდგომო ფესტივალი ამ სოფელში უამრავ დამსვენებელს იზიდავს. ტრადიციულ წუწაობასთან ერთად აქ არაერთი თეატრალური წარმოდგენა თუ კონცერტიც იმართება.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთში პოლონელი ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა გვალვამ უნგრეთის ღვინის რეგიონში ყურძნის მოსავალი დააზიანა
სხვა ამბები