მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში ანტისამთავრობო აქციაზე პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს

უნგრეთში ანტისამთავრობო აქციაზე პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს

ბუდაპეშტში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

დემონსტრაციის გამართვის მიზეზი იყო სკანდალი, რომელშიც უნგრეთის მთავრობა მას შემდეგ გაეხვია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებული შეიწყალა.

მომხდარის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ხოლო უნგრეთის იუსტიციის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პარლამენტის წინ მყოფი დემონსტრანტები აქციაზე გასულ კვირასაც იმყოფებოდნენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend