მთავარიმსოფლიოაშშ რუსეთის ასობით მოქალაქეს სანქციებს უწესებს

აშშ რუსეთის ასობით მოქალაქეს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს ხუთშაბათს შეხვდა.

ბაიდენის განცხადებით, ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირადად ვლადიმერ პუტინია. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს, რაც პირადად პირადად ვლადიმერ პუტინსაც შეეხება.

„პატივი მქონდა, შევხვედროდი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და ქალიშვილს. ყველამ იცის, რომ ის წარმოუდგენლად გამბედავი ადამიანი იყო. ეს გამბედაობა და სიმამაცე კი მის მეუღლესა და ქალიშვილსაც გადაეცათ. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ ვლადიმერ პუტინს, რომელიც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ჩემთვის ერთი რამაა მნიშვნელოვანი, რომ იულია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსეთის ასობით მოქალაქეს შეეხება, რუსეთისთვის „დამანგრეველი“ იქნება.

„სანქციების ნაწილი იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებსაც ნავალნის სიკვდილში მიუძღვით ბრალი. სანქციები დაუწესდებათ პუტინის ომში მონაწილე იმ პირებსაც, რომლებმაც შეიძლება სხვა სანქციების თავიდან აცილება შეძლეს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა.

ბაიდენის განცხადებების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ბაიდენი რუსეთისთვის „უფრო სასურველი“ პრეზიდენტი იქნება.

სანამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ევროპაში დანიის მთავრობამ უკვე მოაწერა ხელი 230 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს. იგი უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებს გაუგზავნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend