საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო მიმდინარე პროტესტზე მომხდარი ინციდენტის ირგვლივ, რომლის დროსაც 15 წლის მოზარდმა პოლიციასთან დაპირისპირებისას სერიოზული დაზიანება მიიღო,რის შედეგადაც ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ჩრდილოეთის ქალაქ ლენსში მდებარე ერთერთ სკოლასთან მოხდა, რომელთანაც მოსწავლეები უკვე კვირაზე მეტია სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდს ხელში აუფეთქდა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი ყიუმბარა,თუმცა მედიის ნაწილი ეყრდნობა მოწმეს,რომელიც ამტკიცებს,რომ შემტხვევის ადგილას იყო და მოზარს ყუმბარა ხელში არ აუღია. ახლა გამოძიება პოლიციის საზედამხედველო ისპექციამ უნდა ჩაატაროს, რათა დადგინდეს ჰქონდა თუ არა გადაცდომას ადგილი სამარტალდამცავის მხრიდან.
„პოლიციელს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა მის მიერ გასროლის პოტენციურად სასიკვდილო შედეგის შესახებ. ამასთან, ასეთი ტიპის იარაღის გამოყენებას უკვე არეგულირებს შესაბამისი წესები. ამიტომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობასთან, არამედ ჯგუფურად ჩადენილ დამამძიმებელ გარემოებებში ძალადობრივ თავდასხმასთანაც, რადგან მანამდე სამი პოლიციელი დაუპირისპირდა ბავშვს და მას ხელკეტით და კონდახით ურტყამდა. ფაქტია, რომ სამნი იყვნენ მის წინააღმდეგ, ის 15 წლამდე ასაკისაა, ისინი სამართალდამცველები არიან და მოქმედებდნენ ჯგუფურად — ეს ოთხ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.და ბოლოს, კიდევ ერთი დანაშაულია საფრთხეში მყოფი პირისთვის დახმარების არგაწევა, რადგან როდესაც ეს ბავშვი მიწაზე წევს, ისინი მასთან არ მიდიან და არაფერს აკეთებენ“- აღნიშნავს დაზარალებულის ადვოკატი,ელზა მარსელი.
საფრანგეთში ამჟამად 500-მდე სკოლაა ნაწილობრივ ან სრულად დახურული იმ დემონსტრაციების ფარგლებში,რომელიც ქვეყანაში სასკოლო შენობების კეთილმოწყობისა და პერსონალის განახლების მოთხოვნით ტარდება.სკოლების ნაწილი საფრანგეთში ამჟამად ელექტრონულ სწავლებაზე გადავიდა.
„ჩვენ თავს შეურაცხყოფილად და მოძულებულად ვგრძნობთ, რადგან, როდესაც პასუხად ძალადობას ვიღებთ, ეს გარკვეულწილად ნიშნავს, რომ დემოკრატია უკვე აღარ მუშაობს. განსაკუთრებით კი ვგრძნობთ, რომ ელიტებსა და ჩვენ შორის ძალიან დიდი უფსკრულია. ისეთი განცდა გვაქვს, რომ დისკომფორტს ვქმნით, რადგან ძალიან ბევრ რამეს ვარღვევთ და ისინი ძალის გამოყენებით ცდილობენ, რომ გავჩუმდეთ.ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, მხარდაჭერაა იმ საშუალო სკოლის მოსწავლეების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ბლოკადები დაიწყეს. ვფიქრობ, ამ მოძრაობაში თითოეულ ჩვენგანს თავისი როლი აქვს შესასრულებელი და რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მეტად მოგვისმენენ. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ბრძოლა -ეს ახალგაზრდების უფრო ფართო, საერთო ბრძოლაა“ -ამბობს მოსწავლე ჰიუგო ვეტცელი.
საფრანგეთის განათლების მინისტრის თქმით, საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციებისას 190 სტუდენტი დაშავდა
