კატეგორიები

რუსულმა არმიამ წინ წაიწია კუპიანსკის, ავდიივკისა და დონეცკის მიმართულებებზე

რუსულმა არმიამ წინ წაიწია კუპიანსკის, ავდიივკისა და დონეცკის მიმართულებებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვალერი ზალუჟნი მისი სახელმწიფოს მიერ ომში სამხედრო ინიციატივის დასაბრუნებლად ახალ სტრატეგიას სთავაზობს საზოგადოებას.

ცოცხალი ძალისა და შეიარაღების თვალსაზრისით, რუსული მხარის უპირატესობის გათვალისწინებით, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი გამოსავალს ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებასა და სამხედრო ინდუსტრიის რეფორმაში ხედავს.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციით, რუსულმა არმიამ წინ წაიწია კუპიანსკის, ავდიივკისა და დონეცკის მიმართულებებზე. ასევე რუსული არმია შეტევითი სამხედრო ოპერაციის წარმოებას ფრონტის სხვა მიდამოებშიც ცდილობს.

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს უკრაინული ქალაქები, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებული სამხედრო დრონებით.

დაკავშირებული ამბები
კიევში თვლიან, რომ რუსეთს გამიზნული აქვს ზაპორიჟიეს ოლქის სტრატეგიული წერტილების დაკავება ზაპორიჟიაზე განხორციელებულმა თავდასხმამ რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ისევ საეჭვო გახადა
სხვა ამბები