კატეგორიები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში მოსახლეობა შიმშილობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში მოსახლეობა შიმშილობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღაზის სექტორში დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობს, ვითარება კი უარესდება. უკვე 100 დღეა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა საკვების, სასმელი წყლისა და სხვა აუცილებელი რესურსის მწვავე ნაკლებობას განიცდის.

“მოსახლეობა შიმშილობს, ეს არაერთხელ ვაცნობეთ მსოფლიოს. ვითარება უარესდება, ყოველდღე უფრო და უფრო მძიმე სურათის მოწმენი ვხდებით. დღეს დილას მაგალითად, ნასერის საავადმყოფოში მედპერსონალს შესაბამისი სამედიცინო რესურსი გაუთავდა. შენობის გარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც დაჭრილი ნათესავების ბედის გაგებას ელიან, შიმშილობენ”, – აცხადებს კრისტიან ლინდმეიერი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივანი.

7 ოქტომბერს “ჰამასის მიერ მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორის მოსახლეობის 85%-მა დატოვა მშობლიური მიწა.

პალესტინელები ჩადიან სამხრეთ ღაზის ქალაქ რაფაჰში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევის შემდეგ ხან იუნისზე. 29 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Fatima Shbair
Related news
ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ
სხვა ამბები