მთავარიაზიაჩინეთიჩინეთი პაკისტანსა და ირანს შორის დაპირისპირების განმუხტვას მიესალმება

ჩინეთი პაკისტანსა და ირანს შორის დაპირისპირების განმუხტვას მიესალმება

ჩინეთის ხელისუფლება პაკისტანისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დაპირისპირების ამოწურვას მიესალმება.

თეირანში განაცხადეს, რომ ისლამური თეოკრატიული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს მომავალ კვირას ეწვევა. ირანელი და პაკისტანელი კოლეგები ასევე შეთანხმდნენ, რომ ორივე სახელმწიფოს ელჩები 26 იანვარს დაუბრუნდებიან პოსტებს.

პეკინი დაპირისპირების პირველივე დღიდანვე მოუწოდებდა პაკისტანსა და ირანს კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებისკენ.

ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვა მოსაზღვრე რეგიონში ორივე მხარის მიერ მიტანილ სამხედრო იერიშებს მოჰყვა. როგორც თეირანში ასევე კარაჩაში აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფების მოსპობა გახლდათ.

„ჩვენ მივესალმებით ირანსა და პაკისტანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და რეგიონში სტაბილურობის აღდგენას. ამ ორ სახელმწიფოს განსაკუთრებული გავლენა აქვს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ შორის მეგობრული ურთიერთობების არსებობას. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი საერთო ეკონომიკური წინსვლის მიღწევა“, – აცხადებს ვანგ ვებინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend