მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ და ლატვიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ

უკრაინამ და ლატვიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის დელეგაციამ ლატვიას მთავრობასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

რიგაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, მოიკრიბოს ძალა და მასშტაბურად შეუტიოს უკრაინას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მომდევნო სამიტისას, რომელიც ვაშინგტონში ივლისში გაიმართება, უკრაინის ალიანსში გაწევრების რეალური გეგმები დაისახება.

„უკრაინის ნატოში გაწევრების წინააღმდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რუსეთის ეშინია. ეს ასე არ უნდა მოხდეს. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რადგან ამით უფრო მეტად გაიზრდება რუსეთის პრეზიდენტის ამბიციები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ხუთშაბათს განაცხადა, აშშ-ს მხრიდან შემდგომი დახმარების შესახებ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ზელენსკის ბალტიის ქვეყნებში ვიზიტისას, ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ ის თანახმაა, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღი გამოიყენონ.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი დასავლეთი გააფრთხილა, რომ მსგავსი შეტევების გამო გამართლებული იქნება ატომური იარაღის გამოყენება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend