კატეგორიები

ზელენსკი: “რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის”

ზელენსკი: “რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის”

უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთში იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტს და სიტყვით მიმართა სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს. მან მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს რუსეთთან დაკვშირებით შეუპოვარი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელი საკითხია, რომ რუსეთის ფედერაციას სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე. ეს ეხება კრიმინალებისთვის შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს. რუსი მკვლელები და ტერორისტები უნდა გასამართლდნენ. ეს ეხება აგრესორ სახელმწიფოსაც. რუსეთის ფედერაციისა და მისი დამნაშავე ხელისუფლების ეკონომიკური აქტივები უნდა დაყადაღდეს და მოხმარდეს უკრაინის აღმშენებლობასა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს”.

Related news
50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები შეიჭრნენ
სხვა ამბები