მთავარიევროპასერბეთიპროტესტი სერბეთში: ბელგრადში პოლიციამ 38 დემონსტრანტი დააკავა

პროტესტი სერბეთში: ბელგრადში პოლიციამ 38 დემონსტრანტი დააკავა

სერბეთის პოლიციამ 38 ადამიანი დააკავა აქციაზე. დემონსტრანტები ქვეყანაში გამართული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.  როგორც ცნობილია, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პოპულისტურმა პარტიამ მოიპოვა.

ოპოზიციური ჯგუფი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ 17 დეკემბერს გამართული არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავს და აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესი გაყალბდა, განსაკუთრებით კი ბელგრადში.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა შიმშილობაც დაიწყო. კვირას საღამოს კი მომიტინგეებმა ბელგრადის შენობის დაკავება სცადეს, ჩაამსხვრიეს მინები, თუმცა სპეცრაზმმა ხელკეტებით,  ცრემლსადენი და წიწაკის გაზით მოახერხა მომიტინგეების დაშლა.

თუმცა პროტესტი ამით არ დასრულებულა. გუშინ ასობით ადამიანი შეიკრიბა ცენტრალურ ბელგრადში ეროვნულ საარჩევნო კომისიასთან.  ისინი გაემართნენ ქალაქის პოლიციის შენობისკენ, სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციის მხარდამჭერები ჰყავთ დაკავებული.

აქციის მონაწილეები სამართლის აღდგენას მოითხოვენ.

ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან  შედეგებს. ისინი მის გაბათილებასა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. ოპოზიციონერები ევროკავშირს საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდებენ, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, რომ არჩევნებზე მრავალი დარღვევა გამოვლინდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend