მთავარიევროპადანიარას ცვლის ჩახუტება

რას ცვლის ჩახუტება

კოპენჰაგენის დაწყებით სკოლაში დღე ხალისიანად იწყება. აქ ბავშვებს სასწავლო საგნებთან ერთად თანატოლებთან ურთიერთობასაც ასწავლიან. მათ ადრეული ასაკიდან იციან, რომ თავი არავის უნდა დააჩაგვრინონ. იციან ისიც, რომ არც მჩაგვრელები უნდა გახდნენ. სწორედ ამიტომ, დანიაში ბავშვები ბულინგის მსხვერპლნი უფრო იშვიათად ხდებიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

„ბავშვებს შეუძლიათ დამელაპარაკონ, როდესაც რამე აწუხებთ. მე მათ ხშირად ვუხსნი, თუ ვინ ვარ და რისთვის ვმუშაობ. ჩემი მისიაა, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, შეძლონ სოციალური უნარების განვითარება“, – მაია ჰინდსგული, მასწავლებელი.

„როცა ვინმე მოიწყენს, ვეკითხებით, ჩახუტება ხომ არ უნდა. დილაობით შეგვიძლია მასწავლებლებსაც ჩავეხუტოთ ხოლმე. ჩვენ ერთმანეთს დავალებების შესრულებასთან ერთად ბევრ სხვა რამეშიც ვეხმარებით“, – ჰყვება მოსწავლე.

„ადამიანები სხვებს მაშინ ჩაგრავენ, როცა თავად დაბალი თვითშეფასება აქვთ, როცა უნდათ, რომ სხვებმა შეამჩნიონ. ჩვენ ბევრი ისეთი სივრცე გვაქვს, სადაც ვგრძნობთ, რომ მნიშვნელოვანი ვართ, სადაც გვამჩნევენ და გვაფასებენ. ამიტომ, არ გვჭირდება, რომ ყურადღება ბულინგით მივიქციოთ“, – ამბობს მოსწავლე.

„დანიის განათლების სისტემის მთავარი მიზანი სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაა. ასეთი მიდგომა კი ბავშვებს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მეტად შეყვარებაში ეხმარება“, – სანი დე შმიდტი, მასწავლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend