ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა უკრაინის პრეზიდენტთან მისი და სხვა სენატორების შეხვედრას შთამბეჭდავი უწოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ განუცხადა ამერიკელ მასპინძლებს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელება ესაჭიროება.
In the United States Senate, I had a friendly and candid conversation.
I informed members of the U.S. Senate about Ukraine’s current military and economic situation, the significance of sustaining vital U.S. support, and answered their questions.
I am grateful to Senate… pic.twitter.com/GDEi9axEn7
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 12, 2023
ჩაკ შუმერის განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორებიც კი აცხადებდნენ შეხვედრის შემდეგ, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინას საჭირო ინსტრუმენტები ექნება, კიევი ამ ომში გაიმარჯვებს. კონგრესში ჯერჯერობით უარს აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების მიზნით მოთხოვნილი 110 მილიარდი ამერიკული დოლარის თავმოყრაზე.
ჩაკ შუმერი, ამერიკელი სენატორი: “ეს ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრა იყო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზედმიწევნით კარგად აგვიხსნა, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება მას. მისი თქმით, შესაბამისი დახმარებით უკრაინას ამ ომში გამარჯვება შეუძლია. ჩვენი ბევრი კოლეგა რესპუბლიკური პარტიიდან იმავე შთაბეჭდილების ქვეშ არის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი მარცხი პუტინის ტრიუმფია. არ შეიძლება, რომ ვლადიმერ პუტინმა გავლენა მოახდინოს ჩვენ მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე”.